აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე – www.janelidzecollection.com, რომელიც ოპერირებს Janelidze Collection-ის მიერ.

ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება (კონტრაქტი) მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.

1. ინტელექტუალური საკუთრება და უფლებები

ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა მოდელი, დიზაინი, ფორმა, იდეა ეკუთვნის Janelidze Collection-ს. დაუშვებელია წარმოდგენილი მოდელების დიზაინისა და ფორმის კოპირება, სამკაულის გაყიდვა-გავრცელება სხვა სავაჭრო ბრენდის ნიშნით. ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს Janelidze Collection-ის ინტელექტუალურ საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

2. კომუნიკაცია

ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე janelidzecollection@gmail.com გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

3.შეძენა/ყიდვა

თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.

თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ვებ-გვერდზე შერჩეული პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

4.შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 12 საათში. თანხის დაბრუნება/ ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 5 დღის ფარგლებში.

5.აკრძალული გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და პირობების შესაბამისად.

6.ანგარიშები

როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციას უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შეცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

7.შეწყვეტა

ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.

თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

8.მარეგულირებელი კანონი

წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგლებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.

ჩვენს მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.

9.ცვლილებები სერვისში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

10.დასტური/თანხმობა

ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.

Close ჩემი კალათა
Close

Close
Navigation
Categories